ხატია დეკანოიძე - 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტ...
ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო და...
|
ე.წ. დავით-გარეჯის საქმის პროკურორის განცხადებით, პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს. ამის შესახებ მიხეილ სადრაძემ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთი ღონიძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონიძიების ამ ეტაპისთვის შეცვლის საკითხს, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, რადგან მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასმართლოსთვის“ - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.
მისივე თქმით, დადგენილია დანაშაულის მოტივი და გამოძიება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. „აქედან გამომდინარე, ბრალდებულები განაჩენს დაელოდებიან გარეთ“ - განაცხადა პროკურორმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტის ბრალდებით დააკავა.
ოპოზიციამ აქციების მოდიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 13 მარტს დაგეგმილი აქცია 20 მარტისთვის გადაიდო, ხოლო და...
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე მათ აქციების ფორმის შეცვ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატო...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კოვაქს პლატფორმას ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ ბრალდებაზე, რაც მათ “ინტერპრესსნიუსსთან” ინტერვიუში გააჟღერეს. &ldquo...
მარტი 2021 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები