2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დააკავეს აქტივისტი, რომელმაც გუშინ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა

დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.

156-ე მუხლი გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ხოლო 239-ე მუხლი ხულიგნობას, ანუ ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

ცნობისთვის, გუშინ, 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები