0 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩემთვის ეს ადამიანი წითელი ხაზია – ბესელია ელისაშვილზე

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის შესახებ წერს.

„თუ ვინმე ჩემს ფბ მეგობრებში შემთხვევით ხართ ელისაშვილის მხარდამჭერი ან მისი მეხოტბე – დამტოვეთ -თხოვნა მაქვს ან მე დაგემშვიდობებით.

ჩემთვის ეს ადამიანი წითელი ხაზია! დავალებებს ასრულებდა მაშინაც, როცა უსამართლოდ მესხმოდა თავს და საშინელ ცილისწამებას იგონებდა , ( სხვათაშორის სასამართლო დავით დავუმტკიცე რომ ცილისმწამებელია) ახლაც იყიდეს, როდესაც მანდატის გამო ყველაფერს კადრულობს.

ჩემს ფბ მეგობრებში თუ ვინმეს ელისაშვილი მოგწონთ, ძალიან გთხოვთ გამეცანით და დაწერეთ,“ – წერს ეკა ბესელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები