0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ელისაშვილი: ამომრჩევლები მოდიან და ლამის გვაჯანჯღარებენ, შედით პარლამენტშიო

"ჩვენთან ოფისში არის რიგი, ხალხი მოდის, სუს-ის გამოგზავნილი ვიღაცები კი არა ან ოცნების შტაბის, ჩემი ალალი ამომრჩევლები და მხარდამჭერები რომ არიან და ლამის გვაჯანჯღარებენ მე და ლევან იოსელიანს, რომ შედით პარლამენტშიო. გვეჩხუბებიან, რომ რა დროს ესაა, რატომ ხართ იმათ აყოლილებიო.

 

ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი და პარტიული სიებიც გააუქმეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები