0 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გახარია: ელემენტარული შეზღუდვებით ინფიცირება ​დავასტაბილურეთ და ქვემოთ წამოვიყვანეთ

გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებამ “ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების” შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

მან მოქალაქეებს შემზღუდველი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა, ისევე როგორც ეკონომიკური კრიზისი, ჯერ რაღაც პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება. ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები რომელიც ჩვენ გვაქვს მაგალითად ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად ჩვენ შევძელით და ინფიცირების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ, შემდგომ წამოვიყვანეთ ქვემოთ.

თითოეულ მოქალაქეს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, შემზღუდველი ღონისძიებების სწორად გაგებისთვის და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა შესაძლებლობა და დღეში გვყავს დაახლოებით 1000-1500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 ათასს უახლოვდებოდა”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები