1 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნატო ჩხეიძე -საპარლამენტო ხელფასი ჩამერიცხა, საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ ეშმაკისეულ თანხას

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" წევრი, ნატო ჩხეიძე წერს, რომ პარლამენტისგან დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა, თუმცა არ იცის რა უყოს ამ "ეშმაიკსეულ თანხას" და რჩევას საზოგადოებას ეკითხება. 

"გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია... ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას”, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა:) ბიუჯეტში დავაბრუნო?.. არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ. ქველმოქმედებაში?.. ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო...სამიქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო:)

ერთი სიტყვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას?. ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ", - წერს ნატო ჩხეიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები