1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ფლირტაობას გაბედავს, თქვენ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრით”

ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ფლირტაობას გაბედავს, თქვენ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის წევრმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე.

„მე მგონია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს არჩილ თალაკვაძე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს ირაკლი კობახიძე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, თქვენ წარმოიდგინეთ, არც იმას არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ოპოზიცური პარტიების ლიდერები. მნიშვნელობა აქვს, რას ამბობთ თქვენ, რას ფიქრობთ თქვენ, რამდენად გაბრაზებულები ხართ, რამდენად ნაწყენი ხართ და მე მგონია, რომ თქვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც ისე უნდა ეშინოდეთ, როგორც უნდა ეშინოდეს ბიძინა ივანიშვილს.

მე მგონია, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილთან ფლირტაობას გაბედავს, პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრით თქვენ და აღარასოდეს ამ ადამიანებს პოლიტიკაში დაბრუნების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.

და მე მგონია, რომ ერთგვარი ჯაჭვია. დიახ, თქვენი მძევლები უნდა იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სწორედ იმიტომ, რომ თქვენ სთხოვთ ოპოზიციურ პარტიას ამ ერთობას, ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ხალხი პარლამენტში არ შევა, რადგან ეს ხალხი პარლამენტში ნიშნავს ბიძინა ივანიშვილს კიდევ ოთხი წელიწადი ხელისუფლებაში, მეტ ღატაკ ადამიანს, მეტ გაყინულს, მეტ სასოწარკვეთილს და მეტ ემიგრაციაში წასულ ადამიანს, რაც არის გამორიცხული“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ვინც ხალხის ცუდად ყოფნით საკუთარ კარგად ყოფნას უზრუნველყოფს, მას არაფრის უფლება არ უნდა ჰქონდეს საერთოდ.

„მე გიხდით მადლობას აქ ყოფნისთვის, მე ვიცით, რა რთულია ამ რუტინული გზის გამოვლა, ახლა თქვენ უნდა გაასწროთ იმ შეზღუდვას, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააწესა. მე ზუსტად ვიცი, რამხელა ნიჰილიზმია და იმედგაცრუება. მე ვნახე გუშინ რეგიონებში ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, მაინც ვერ დავამარცხებთო, ხალხნო, არა, ნუ გაქვთ ეს განწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. მთავარია, ჩვენ ვიდგეთ ერთად და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები