0 4 : 4 8
 | 

პოლიტიკა

ევროპული საქართველოს ბრიფინგი 112-ში - დრაკონულად დახურეს ქვეყანა, უზარმაზარი და არასაჭირო, დამატებითი, უმძიმესი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა 112-ის შენობასთან ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებას COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებზე დაგვიანებულ და არაადეკვატურ რეაგირებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პანდემიის პირველი ტალღიდან მეორემდე არსებული დრო არ გამოიყენა.

"ის, რომ მათ გადასახადები არ დაწიეს, არ დაეხმარნენ გაჭირვებულებს, ეს არის პოლიტიკური დანაშუალის ტოლფასი შეცდომა და ამას აგრძელებენ დღესაც, ჩვენს მოწოდებებს ყურად არ იღებენ გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, გვქონდა მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვასთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების მიმართ, რაც გადადგა ივანიშვილის გუნდთან. ჩვენ ვთვლით, რომ მათ დისპროპორციულად, დრაკონულად დახურეს ქვეყანა, უზარმაზარი და არასაჭირო, დამატებითი, უმძიმესი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას", - ამბობს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები