0 4 : 2 6
 | 

პოლიტიკა

საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა - პრემიერი

საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება მომზადებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ხშირ შემთვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში და მაღაზიაში შესვლა იქნება ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გადაიდება.

„არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი აქ არ იარსებებს, ეს ერთი. და მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, მოქალაქეებთან ერთად რასაც ვთხოვთ პოლიტიკოსებს, რომ წესები დავიცვათ - ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ ასეთი რთული არ არის. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები