0 8 : 1 4
 | 

პოლიტიკა

პრემიერი - ინფიცირების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება, თუმცა არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს

დღეის მდგომარეობით, არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულების ოდენობის შემცირების მოლოდინი არავის აქვს.

"არავის გვეგონოს, რომ რაოდენობის ზრდა შეჩერდება. რესტრონების მუშაობის შეზღუდვითაც კი, ინფიცირებულების ზრდა არ შეჩერდება, უბრალოდ, ჩვენ ამით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ დროზე, რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ეს მოგვეხმარება ამ სისწრაფის კონტროლში. ყველაზე უფრო ქმედითი ინსტრუმენტია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. რაც უფრო მეტი პირბადე იქნება ქალაქში და მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც", - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები