1 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხელვაჩაურის მერი, რომელმაც ჟურნალისტს აგინა: გულწრფელად ვნანობ.. გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო

ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, "გულწრფელად ნანობს", რომ ბათუმელების ჟურნალისტს აგინა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, გაღიზიანება არასწორმა და ღირსების შემლახავმა ინფორმაციამ გამოიწვია.

"გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, ბათუმელების ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს.

ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციმ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემს შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო", - წერს ის. 

ვადმანიძემ ბათუმელების ჟურნალისტს გუშინ, 12 ოქტომბერს აგინა. ვარდიმანიძე წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი მანქანით გადაადგილების შესახებ კითხვამ გააღიზიანა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები