2 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,კორონავირუსზე ვაქცინაცია 2020 წლის ბოლოს ან მომავალ წელს დაიწყება"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 2020 წლის ბოლოს ან მომავალ წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე საქართველო 600 000 - 700 000 დოზას მიიღებს. 

ამასთან, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გაირკვა, რომ საქართველოში დამატებით 25 ათასი ფრანგული წარმოების გრიპის ვაქცინა შემოიტანეს და  ის რისკ-ჯგუფებზე განაწილდება.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს კომპანიებთან, რომ დამატებით 100 000 დოზა შეიძინოს - ეს იგეგმება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის შუა რიცხვებისთვის. შარშანდელ მოცულობასთან შედარებით, გრიპის ვაქცინების რაოდენობა, ამ გზით, გასამმაგდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები