1 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“ეს საუკეთესო სიაა, მის სათავეში კაცია, რომელიც მრავალ მილიონ დოლარზე არ გაიყიდა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას საარჩევნო პროპორციულ სიას აფასებს და ამბობს, რომ ეს არის საუკეთესო საარჩევნო სია.

“ეს არის ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო საარჩევნო სია რომელიც როდესმე საქართველოში ვინმეს წარუდგენია. ეს არის შეჯამება სხვადასხვა ეპოქების, სხვადასხვა გამოცდილებების, წარამტებული გამოცდილებები, პროფესიონალების, ახალგაზრდების, ენერგიის პატრიოტიზმის და ყველაფერი იმისა, რაც ახლა საჭიროა საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად.

სიის სათავეში არის ბუბა კიკაბიძე, ადამიანი, რომელიც არასოდეს არ მიეყიდა არც ოლიგარქს და არც ოლიგარქის პატრონს. მას სთავაზობდნენ მრავალ მილიონ დოლარს იმისათვის რომ ერთხელ მაინც ჩასულიყო და ემღერა რუსეთში, რუსეთის მთავრობისთვის მაგრამ მან ყოველთვის უარი თქვა ამ ცდუნებაზე და ძალიან მაღლა დაიჭრა ღირსება. მისი უამრავი ინტერვიუ არის ის რაზეც ძალიან ხშირად აპელირებენ ევრაზიის უზარმაზარ სივრცეში, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქართველი მთელ მსოფლიოში”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები