1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კიბერშტევა მოხდა, რადგან ქვეყნის გარეთ წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლუგარის ლაბორატორიაზე მომხდარ კიბეშეტევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნის გარეთ, წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია.

"ალბათ, უცნაური არ არის, რომ სწორედ ჯანდაცვის სისტემაზე, ლუგარის ლაბორატორიასა და აი, იმ წარმატებულ სისტემაზე ხორციელდება კიბერშეტევა, რომელიც, როგორც ჩანს, ვიღაცას ქვეყნის გარეთ ხელს უშლის და აწუხებს, რადგან წარმატებული საქართველო ვიღაცისთვის მიუღებელია

როდესაც ლუგარის ლაბორატორიას რუსული ძალები აკრიტიკებენ და ურტყამენ და ახლა ჯანდაცვის სიტემა არის ასეთი კიბერშეტევის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვის ნიშნები და ამ კითხვის ნიშნებს გამოძიება გასცემს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხს", - განაცხადა თეა წულუკიანმა "ქრონიკასთან".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები