1 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე - "ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია, ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი.

„ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა დაცვის სპეციალურ სამსახურის წარმომადგენელს, საიდაცანც 2 კონტაქტია ინფიცირებული, მათგან ერთი კი პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია. ასევე ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გამოკვლევა ბათუმში, ყველგან უარყოფითია. ეს ეპიდკვლევები გრძელდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის კონტროლირებადი, მართული, არავითარი საშიშროება იმის, რომ ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, არ არსებობს.

„მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ მოსახლეობას, ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან ჩვენ შედარებით უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, დავამარცხეთ თითქოს კოვიდი. არ დაგვიმარცხებია. თვითონ ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს. თუ არ დავიცავთ იმ ელემენტარულ რეკომენდაციებს, რომელსაც ხშირად ვაჟღერებთ და შეიძლება მოსახლეობას მოვაბეზრეთ თავი, მაშინ იქნება საშიშროება, რომ ინფექცია გავრცელდეს ქვეყანაში. ეს ელემენტარული რეგულაციები არის პირველ რიგში, პირბადის ხმარება. ყველაზე კარგი პრევენციული საშუალება არის პირბადის ტარება. როგორც სიმპტომებიან, ისე უსიმპტომო ადამიანების მხრივ. უმორჩილესი თხოვნაა, რომ დახურულ შენობებში ყველამ ვატაროთ პირბადე, მაღაზიებშიც აღარ ატარებენ უკვე, მოეშვნენ. ასევე ღია სივრცეებშიც, სადაც ვერ იცავენ დისტანციას, აუცილებელია პირბადის ტარება. ანუ ორი რამ - პირბადე და დისტანცია, ეს არის კოვიდთან ბრძოლის მთავარი იარაღი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები