0 3 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი - გიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი, მას ალტერნატივა არ ჰყავს

გიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. მას დღევანდელ საქართველოში ალტერნატივა არ ჰყავს, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, „სტარტეგია აღმაშენებელში“ გაწევრიანდა, რადგან გიორგი ვაშაძესთან ღირებულებითი თანხვედრა აქვს.

„მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. მე ვნახე მისი ნამუშევარი – იუსტიციის სახლი. ვნახე მისი მუშაობა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი იყო. მიხაროდა, რომ იქ იყო ადამიანი, რომელსაც ინდივიდუალური ხმა ჰქონდა. პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ძლიერი ეკონომიკა რომ გქონდეს, არ უნდა ყვაოდეს კორუფცია. ამისთვის უნდა იყოს კანონი და სამართალი. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღევანდელ საქართველოში გიორგი ვაშაძეს, როგორც მოტორიზებულ პროფესიონალსა და ტვინით გატენილს, ალტერნატივა არ ჰყავს. მასთან საუბრის დროს ჩვენი ღირებულებების თნხვედრა მოხდა. ზუსტად ამიტომ გავერთიანდით და შეიქმნა ეს „სტრატეგია აღმაშენებელი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები