0 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა - შს მინისტრი კრიმინალურ მდგომარეობაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კრიმინალი ქვეყანაში ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს და ეს ჩვეულებრივი თემაა. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან ახალხალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა.

გაზრდილი კრიმინალი, შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით, გააჩნია, ზოგან გაზრდილია, ზოგან კლება, ეს ჩვეულებრივი თემაა. ეს ხდებოდა ყოველ წელს. ეს სულ მოხდება, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს, ჩვეულებრივი თემაა, სტატისტიკა, კრიმინალი ხან იზრდება ხან აკლდება, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები