1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რამდენიმე ოლქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

რამდენიმე ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია.

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხში ენმ-ის სახელით გამარჯვებისთვის გიორგი ბოტკოველი იბრძლებს.

გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაში ლევან ბეჟაშვილი.

ქუთაისში პარტიის სახელით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იქნება მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოდგენილი.

რაც შეეხება წყალტუბო-სამტერედია-ვანი-ხონის ოლქს, აქ პარტიის სახელით გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დევი ჭანკოტაძე იბრძოლებს.

რაც შეეხება თბილისს, უკვე ცნობილია, რომ პარტიიდან თბილისის ორ ოლქში - გლდანში ნიკა მელია და სამგორში ლევან ხაბეიშვილი იქნებიან კანდიდატები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარობის კანდიდატების სრულ სიას მიმდინარე თვეში წარადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები