2 3 : 3 7
 | 

პოლიტიკა

"ჩემი კონკურენტი არ იქნება ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, ჩვენი კონკურენტი იქნება ივანიშვილი, მხოლოდ ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი" - გიგი უგულავა

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისთვის პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ა„ჩვენ არასდროს არ უნდა მოვითხოვოთ გაკეთებული საქმეებისა და წარმატებისთვის მადლობა, მაგრამ ყოველთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში, თუ სადმე შეგვეშალა და ესეც არის ჩვენი მტკიცე პოზიცია წარსულთან დაკავშირებით, რომელიც არის მშობელი მომავლისა. მე მინდა ჩვენს კოლეგა პარტიებს, ბუნებრივია, ვთხოვო მხარდაჭრა, მაგრამ, ამავე დროს, ვარ მზად პატიოსანი კონკურენციისთვის. მიმაჩნია, რომ ზუგდიდი არ არის მეორეხარისხოვანი, ან კაცის კაცების, ან პარტიული ნომრების შეჯიბრის ასპარეზი. ზუგდიდი არის ცენტრალური ადგილი, სადაც უნდა წავიდნენ პოლიტიკური ლიდერები და გამართონ პოლიტიკური ბრძოლა. ეს არჩევნები იქნება პოლიტიკური არჩევნები, ჩვენ ხელიდან უნდა გამოვტაცოთ ივანიშვილს ზუგდიდი, უნდა გამოვტაცოთ ხელიდან სამეგრელო და მთლიანად მთელი სახელმწიფო, რომელიც მას პრივატიზებული აქვს და ჯიჯგნის თავის ამალასთან ერთად. ამიტომ, მეგობრებო, მე ვარ მზად კონკურენციისთვის, მაგრამ ჩემი კონკურენტი არ იქნება არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ჩემი კონკურენტი არ იქნება არც ის ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომელ პარტიას, როდის წარმოადგენდა, მათ შორის, ზუგდიდში, ჩვენი კონკურენტი იქნება ივანიშვილი, მხოლოდ ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი, რადგან ზუგდიდში გაიმართება მთავარი ბრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ყველა სიბინძურეზე მზად არის, რასაც ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში ვუყურებთ, მე მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა, გავუძლო ამას და მზად ვარ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლო ჩვენი თავისუფლოებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. დავირაზმოთ ერთად და ზუგდიდში ვაჩვენოთ წარმატება!“- განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები