1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ეს არის მონსტრებისა და „ჩმორების“ კორპორაცია"

 ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ ჭილობში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როცა გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განუცხადა.

„ივანიშვილმა მთელი სასამართლო საჯიჯგნად ხელში თავის ყმას, მურუსიძეს ჩაუგდო. აბოსლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ. „ქართულ ოცნებას“, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ერთადერთი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. დღეს ჩვენ საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული „ჩმორი“ მოსამართლეებით. რას ველოდით ამ მოსამართლისგან? ეს არის მონსტრებისა და „ჩმორების“ კორპორაცია. დიდი დრო არ აქვთ დარჩენილი, ავგიას თავლაა და გამოიწმინდება ეს ყველაფერი. საქართველო წინ და უკან ტრიალებს ერთსა და იმავე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან, ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. შეიძლება ჩვენ ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სრული თანხმობაა ამაზე, რომ ქეჩოში უნდა მოკიდო და ცხვირპირით გამოათრიო ეს მართლა მონსტრების კორპორაცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები