1 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლიეტუვამ საქართველოს საზღვრები სრულად გაუხსნა

საქართველოს მოქალაქეები ლიეტუვაში შესვლასა და გადაადგილებას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ. ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვას საელჩო საქართველოში Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით,  2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას," - წერია ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

თუმცა ამავე განცხაბაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები