1 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, პროპორციულ სიაში არ იქნება“ – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში არ იქნება. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მამუკა ბახტაძე არის გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა ქართული ოცნების მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში“,- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას გუნდთან ერთად თავადაც გეგმავს და მნიშვნელობა არ აქვს რომელი იქნება სიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები