1 8 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბაჩანა შენგელიას, სასამართლო განჩინების მიუხედავად, სანოტარო საქმიანობა არ აღუდგა

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლო განჩინებისა, რომლის მიხედვით, მას სანოტარო საქმიანობა უნდა აღდგენოდა, იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ აძლევს სანოტარო რეესტრზე წვდომას. შენგელიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, აღსრულების ბიუროს მიმართა.

“მე უკვე მესამე დღეა წარვადგინე აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში, რომლითაც დადგენილია, რომ ჩემთვის შესაბამის პროგრამების ჩართვა უნდა მოხდეს და მე უნდა მომეცეს წვდომა სანოტარო რეესტრში და დავიწყო მუშაობა. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ნებაყოფლობით არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, მე იძულებული გავხდი, რომ მე იძულებით სააღმსრულებლო პროცედურებს მივმართო”, — განუცხადა ჟურნალისტებს შენგელიამ.

მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მაშინ ის პროკურატურას მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება 18 ივნისს შეუჩერდა. შენგელიამ 24 ივნისს განაცხადა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. 29 ივნისს ნოტარიუსმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ის “ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები