0 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ტიკარაძე: პარლამენტში მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ - პასუხისმგებლიანი და კანონმორჩილი ვარ

პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ეს არ იქნება პოლიტიკური შოუ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმით, რომ პარლამენტში არ მივიდა, რეგლამენტი არ დაურღვევია.

„პარლამენტში მე აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და არა პოლიტიკური შოუ.

მე არა როგორც მინისტრი, არამედ, როგორც ზოგადად, მოქალაქე, ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი. აქედან გამომდინარე, მე გავიარე კონსულტაცია იურისტებთან, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები