2 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შესაძლოა ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი გახდეს, ვისთანაც ტურისტული მიმოსვლა აღდგება - ნათია თურნავა

 

არ არის გამორიცხული ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო გახდეს, ვისთანაც ტურისტული მიმოსვლა აღდგება - ამის შესახებ საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოში ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ის ფორმალური პროცედურები განიხილეს, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნის დასაჩქარებლად არის საჭირო.

"დივერსიფიცირებული პროდუქტი საქართველოდან არის მოთხოვნადი ჩეხეთში. ჩეხეთის ელჩთან ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა ფორმალური პროცედურები იქნება კიდევ გასავლელი იმისთვის, რომ კიდევ დავაჩქაროთ უსაფრთხოების კორიდორის შექმნა," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

"შეხვედრაზე საქართველოში ტურიზმის ხელახლა გახსნასა და ჩეხი ტურისტების ჩამოსვლაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ თუ როგორ უნდა დაინერგოს სათანადო პირობები და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა საქართველოში ჩეხი ტურისტების მისაღებად. ამისთვის აუცილებელია გვქონდეს სპეციალური ჩარჩო, რომელიც უსაფრთხოებას ყველა ეტაპზე გაითვალისწინებს," - განაცხადა  ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები