0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად მოვახვედრე - კობახიძე

ძალიან მომეწონა მათი რეაქცია, ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ეს პოლიტიკური სუბიექტები შარის მიზეზებს მაშინაც კი პოულობენ, როცა სპეკულაციების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"ზუსტად ეს არის გოიმობა და ქაჯობა, რასაც ამდენი ხანია ვერ დააღწიეს თავი. სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას, ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე, რადგან მას სამართლიანობის განცდა სჭირდებოდა. თუმცა საერთო-პოლიტიკური სურათი მაინც არ შეცვლილა. ჩვენ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დამარცხდება. ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არ არის. ისინი, როგორც უკვე გითხარით, 2012 წლის შემოდგომიდან გვიგზავნიან წერილებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას მწვავე შეფასება არ გაუკეთებია. მათ კარგად იციან, რომ 48 მილიონის ქურდი არ შეიძლება პოლიტპატიმრად მოიხსენიო. შესაბამისად, ეს რჩება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებად," 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები