1 1 : 0 4
 | 

პოლიტიკა

წულუკიანი - ორშაბათიდან პენიტენციურ დაწესებულებაში ხამოკლე პაემნები აღდგება

"ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ორშაბათს დილიდან შევძლებთ რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებაში",-ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, გარკვეული შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება და მათ შორისაა პაემნებისას კონკრეტული ზომების დაცვა.

"მნიშვნლოვანია რომ გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავრდებულების კონტაქტი რაც შეიძლება მალე აღდგეს და იმ ბრალდებულების, ვისაც ამის უფლება კანონით დადგენილი წესით აქვს. თავისებურებები დარჩება ძალაში, რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია. პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისევე მკცარი, როგორც აქამდე. ორშაბათიდან მოკელვადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მინის ბარიერის პირობებში და ასევე მოსული სტუმარი ვალდებული იქნება დაიცვას სანიტარულ წესები - იქნება ეს პირბადე თუ სხვა",-აღნიშნა თეა წულუნიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები