1 8 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სურვილის შემთხვევაში საბანკო სესხების დაფარვის ვადა კიდევ გადაეწევათ

ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სურვილის შემთხვევაში საბანკო სესხების დაფარვის ვადა კიდევ გადაეწევათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ საბანკო სექტორთან შეხვედრაზე მიიღო.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი 3 თვით გადაუვადა. ეს 3 თვე უკვე გავიდა. ჩვენ გვქონდა გუშინ ასეთი შეხვედრა და ასევე მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს: ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება 3 თვით. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა და აქვს კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საპროცენტო გადასახადის გადავადება 3 თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განმარტა პრემიერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები