2 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბ პოლოლიკაშვილი: საერთო ჯამში ტურისტთა მიმოსვლა სავარაუდოდ, 60-70 %-ით შემცირდება

  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.მსოლიოს მასშტაბით 600 მილიონამდე ტურისტის მიმოსვლას ვარაუდობენ, რაც საკმაოდ დიდი ვარდნა და კლებაა.

 „საშუალოდ, მსოფლიო მასშტაბით 60-დან 80 %-იან კლებას ვვარაუდობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 600 მილიონამდე ტურისტების მიმოსვლას ვპროგნოზირებთ, რაც საკმაოდ დიდი ვარდნაა, მაშინ, როდესაც ამ წელს 4%-იან ზრდას ველოდით მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და ქვეყნებს შორის ჩნდება ახალი კორიდორების გახსნის პერსპექტივა. დღეს ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. როგორც გითხარით, სამ სცენარზე ვმუშაობთ და სავარაუდოდ, ჩვენი პროგნოზი ასეთია, რომ საერთო ჯამში ტურისტთა მიმოსვლა სავარაუდოდ 60-70 %-ით შემცირდება“ - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები