1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილებების საკითხი არ განიხილება

ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გახანგრძლივებულია ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა.

„ტელესკოლის პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან კონსულტაციებს იღებენ. ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება,“ - განაცხადა ჩხენკელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები