1 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ყველგან შეიძლება ვირუსის გადაცემა, მათ შორის ეკლესიაშიც. ჩვენი რეკომენდაცია თანაბრად ეხებათ მორწმუნეებსაც და ანტიეკლესიურებსაც"

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებმა ნებისმიერ ადგილას უნდა დაიცვან დისტანცია.

 

„რა თქმა უნდა, ნებისმიერ იმ ადგილას, სადაც არის ადამიანების თავმოყრა, შესაძლებელია, ინფექციის გადაცემა მოხდეს. ეს შეიძლება, მოხდეს ყველგან. ამის მაგალითები გვაქვს, სადაც უკვე მოხდა, გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები მუშაობენ ერთად, ასევე, სადაც იკრიბებიან. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება, მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის, მორწმუნეებსაც, მათ შორის ათეისტებსაც, მათ შორის ანტიეკლსიურებსაც. ყველას ეხება ეს ჩვენი მოწოდება, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისგან. სოციალური სახის დისტანცირება არის ერთადერთი გზა, რათა ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი, არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობით. შეიძლება, იყოს ათეულობით ახალი შემთხვევა და არა ასეულობით. ამისათვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა ყველა ჩვენგანმა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ის ღონისძიება, რაც არის არაერთხელ ნათქვამი. მათ შორის, სოციალური დისტანცირება, ოჯახებშიც კი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები