1 4 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,შემოწმდება, როგორ ახდენენ დამსაქმებლები თანამშრომელთა ტრანსპორტირებას და დაცულია თუ არა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება დამსაქმებლებს შეამოწმებს, როგორ ახდენენ ისინი თანამშრომელთა ტრანსპორტირებას სამუშაო ადგილებზე და დაცულია თუ არა მათთან უსაფრთხოების ნორმები.

ამის შესახებ თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სატრანსპორტო საშუალებებში არის მომატებული რისკი ინფექციის გადადების, ამიტომ კომპანიებს წესების მკაცრად დაიცვა მოეთხოვებათ.

„უსაფრთხო ტრანსპორტირება ეს არის სწორედ უსაფრთხო საქმიანობის წესების ერთ-ერთი განუყრელი ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილება, შეწყვეტილია საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება ისევ და ისევ გამომდინარე იქედან, რომ სატრანსპორტო საშუალებებში არის მომატებული რისკი ინფექციის გადადების. გამონაკლისი დაშვებული გვაქვს ბიზნესისთვის,საწარმოებისთვის, რომ მიუხედავად აკრძალვისა, მათ უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების გადაადგილება თავისი ან დაქირავებული სატრანსპორტო საშუალებებით, მაგრამ ის, რომ წესები უნდა იყოს დაცული, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ შევამოწმებთ ამ წესების შესრულებას, ესეც იქნება ერთ-ერთი ნაწილი. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს ერთი უნივერსალური მიდგომა, მაგრამ არის კონკრეტული წესები, რაც გაწერილია გაიდლაინებში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის დროს უნდა იყოს დაცული. ეს არის კონკრეტული კონფიგურაცია, მინიმალური რაოდენობა ადამიანების, პერიოდული დეზინფექცია და ა.შ.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები