1 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“მოკრძალებულად ვთხოვ ექიმებს, ნუ გადმოერთვებიან პოლიტიკურ დისკუსიებსა თუ ბოლომდე უსაფუძვლო პოლიტ-კინკლაობებში,"-ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"ნუ ვთხოვთ ეპიდემიოლოგებს საჯაროდ ისაუბრონ ამ მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, არ ისაუბრებენ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენზე უკეთ ხედავენ ამ მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ამ შეცდომებზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებენ, იმედია ისევ და ისევ ჩვენი სიმშვიდის გამო - რომ არ გამოიწვიონ პანიკა.

უკვე ფაქტია, რომ ხელისუფლება სამ ადამიანს - ბატონ ცერცვაძეს, განსაკუთრებით კი ბატონ იმნაძეს და გამყრელიძეს - ფარად იყენებს. ვხედავთ ამასაც, მაგრამ არ ვიმჩნევთ. ჩემი თხოვნა იქნება, არ შევიმჩნიოთ. ვაცადოთ მათ ეპიდემიასთან ბრძოლა, ახლა მთავარია ვძლიოთ ვირუსს!

მოკრძალებულად ვთხოვ ექიმებს, ნუ გადმოერთვებიან პოლიტიკურ დისკუსიებსა თუ ბოლომდე უსაფუძვლო პოლიტ-კინკლაობებში. ოპოზიციაზე განცხადებების კეთებაც პოლიტიკაში ჩართვაა, რაც მათ თითქოს კატეგორიულად არ სურთ და კარგი იქნება, თუ სრულად დისტანცირდებიან პოლიტიკური პროცესებისგან და პოლიტიკური შეფასებების კეთებისგან. მთლიანად გაუგებარია, როცა ჟურნალისტს, ბევრისთვის აქტუალურ საკითხზე აქვს კითხვა და პასუხს ითხოვს და ექიმს კი 2009 წელზე და დაჭერებზე გადააქვს საუბარი! არა თუ გაუგებარია, პარადოქსული და აბსურდულიცაა. ამ ვითარებაში ვის აინტერესებს ეს, რა შუაშია?! რაც მთავარია, რომ გადავრჩეთ - დავრჩეთ სახლში!"-წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები