0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკრანტინო სივრცეები მოეწყობა

ლარსის, წითელი ხიდისა და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკრანტინო სივრცეები მოეწყობა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კადაწყვეტილება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო იქნა მიღებული.

„ამ რეალობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან საიახლოვეს, ლარსზე, წითელ ხიდზე და სარფის სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკრანტინო შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგცემს, უკეთესად ვმართოთ არსებული ვითარება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები