0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა – ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, დღეის, 12, მარტის მონაცემებით სტაბილურადაა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ამ პაციენტის მდგომარეობა და მისი პნევმონია ამ ეტაპზე შევაფასოთ, როგორც საშუალო სიმძიმის”, – განმარტა ეზუგბაიამ.

მისი თმით ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 21 პაციენტიდან პნევმონია 5 ადამიანს აქვს, აქედან 4-ის მდგომარეობა თავიდანვე მსუბუქად მიმდინარეობდა და ამ დროის მონაცემებით არ შეცვლილა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 24 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 49 პირი იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები