1 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული მოქალაქეები გაივლიან 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს

საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღნიშნული ქვეყნებიდან ბრუნდება, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჯანმრთელობის ცნობას წარმოადგენენ კორონავირუსზე ტესტირებასთან დაკავშირებით ან გაივლიან 14-დღიან კარანტინს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის შეზღუდვები უკვე ვრცელდება ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები