0 1 : 0 0
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

 ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ვანო მერაბიშვილის  გვერდზე გავრცელდა.

"ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში.

ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.

როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში,"- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები