1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,შეამოწმეთ, ოდესმე თუ ყოფილა მინისტრი პარლამენტში მეტჯერ, ვიდრე მე ვიყავი ბოლო ექვს თვეში"

შეამოწმეთ, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში მეტჯერ თუ იყო საკანონმდებლო ორგანოში ოდესმე მინისტრი მისული, ვიდრე მე, ბოლო ექვს თვეში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, „მინისტრის საათის“ ფორმატში მან უპასუხა მისთვის დეპუტატების მიერ გაგზავნილ ყველა კითხვას და თუმცა, ავტორებმა კითხვები არ განავრცეს, რაც მიუთითებს, რომ საკითხის შინაარსობრივი ნაწილის მიმართ ნაკლები ინტერესია.

„ანგარიშვალდებულების გაზრდა არის რეგლამენტის შინაარსი,  რომელიც ნებისმიერი მინისტრის დაბარებას ითვალისწინებს პარლამენტის საკომიტეტო ფორმატში და კითხვებზე პასუხის გაცემას,  ანგარიშვალდებულების კუთხით, რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, ნახეთ, შეამოწმეთ, ოდესმე საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, ამაზე მეტჯერ თუ იყო მინისტრი მისული, ვიდრე მე ვიყავი ბოლო ექვს თვეში, თუნდაც აიღეთ 2019 წელი. ეს არის რაოდენობები და მნიშვნელოვანია ხარისხობრივი ნაწილიც, რადგან შეიძლება, იარო, მაგრამ არაფერი ისაუბრო. ზუსტად სამი დღით ადრე, რა კითხვებიც იყო გამოგზავნილი წერილობით, წინმსწრებად, „მინისტრის საათის“ მოხსენების ნახევარი დრო დავუთმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, თანდართული პრეზენტაციით. ამ დროს, არც ერთი შეკითხვის გამომგზავნმა არათუ არ განავრცო კითხვა, არც დაესწრო ბოლომდე, ისხდნენ და შემდეგ გავიდნენ. ხომ შეიძლებოდა დისკუსია გამართულიყო, არ ეყოფოდათ დრო? ორ დღეში კომიტეტი იქნებოდა. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ შინაარსობრივი ნაწილი არავის აინტერესებს. არ დამირღვევია მიზანმიმართულად რეგლამენტი, როდის დავარღვიე, ან ავარიდე თავი არაკომფორტულ პასუხებს, იმაზე დეტალურად რაღა უნდა მელაპარაკა, რაც „მინისტრის საათის“ განმავლობაში ვისაუბრე. არ აინტერესებდათ უბრალოდ და როცა არ აინტერესებთ, რასაკვირველია, მეც არ მივალ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები