1 6 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მშენებლობა გავაჩერეთ და მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს განვათავსებთ


დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მიმდინარე მშენებლობა შეჩერდა და იქ, სკვერთან ერთად 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული ტერიტორია მუნიციპალიტეტმა შეისყიდა და მისი მოწესრიგება მიმდინარეობს.

“დიდ დიღომში, ანბანის სკვერში გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა, რაც მოუღებელია და იცით, ჩვენი დამოკიდებულება. დავპირდით მოსახლეობას, რომ გამოვისყიდიდით ამ ტერიტორიას და თავის სახეს დავუბრუნებდით ამ კონკრეტულ ადგილს. ჩვენ ჩვენი დაპირება შევუსრულეთ მოსახლეობას. დღეს ეს კონკრეტული ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ჩვენ განვახორციელეთ ადგილმონაცვლეობა. ის, რაც აშენებული იყო, განხორციელდა დემონტაჟი, ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ორსართულიანი შენობა იყო განთავსებული. ჩვენ გავაჩერეთ მშენებლობა. დავიწყებთ მოწესრიგებას, აღდგენას და პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ განვათავსებთ 18 მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს და ასევე, იქნება სკვერი. ასე რომ, ჩვენ გაცემულ დაპირებებს მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ”,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები