1 4 : 4 8
 | 

პოლიტიკა

"პრემიერი მიუნხენში იმყოფება, ლავროვიც იქ არის კონფერენციაზე, არ გამოვრიცხავ, რომ ლავროვმა გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება მიუნხენში კონფერენციაზე, ლავროვიც კონფერენციაზეა, ამავე დროს, ლავროვი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები ლავროვმა გახარიასგან მიიღოს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით პრინციპულობას არ გამოიჩენს, ეს “მძიმე შეცდომა” იქნება.

“საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გააუქმოს, რომ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდეს. ამასთანავე, საქართველოს პრემიერ- მინისტრი იმყოფება მიუნხენში კონფერენციაზე, ლავროვიც კონფერენციაზეა. ამავე დროს, ლავროვი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები ლავროვმა გახარიასგან მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა, ლავროვის მეთაურობით, რომელსაც დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს პრინციპულობას კანონმდებლობისა და საკუთარი მოსახლეობის ნების გათვალისწინებით, რასაკვარიველია, ეს იქნება იმაზე უფრო მძიმე შეცდომა, ვიდრე ეს იყო გავრილოვი. მე ვურჩევდი მათ, რომ ამას ნუ გაიმეორებენ”, - განაცახა დეკანოიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს, დეკანოიძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავას დაკავების თაობაზეივანიშვილის გადაწყვეტილებამ “მოლაპარაკების ფორმატი მოკლა”.

„იმ შემთხვევაში, თუ წინაპირობები შესრულდება და როგორც ჩანს,ამ წინაპირობების შესრულებას არავინ აპირებს, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და საარჩევნო ადმინისტრაციის, მთლიანად კანონმდებლობის შეცვლა, მაშინ შესაძლებელია ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები