2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მურად წურწუმიას შემთხვევის, გირგვლიანის საქმესთან შედარება ცინიკურია"

მურად წურწუმიას შემთხვევის, გირგვლიანის საქმესთან შედარება ცინიკურია, რადგან ის სულ სხვა შემთხვევა იყო. გირგვლიანი სისტემამ შეიწირა - ასე აფასებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ჟურნალისტებთან საუბრისას, ოპოზიციის ბრალდებებს 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპზე რასაც ვხედავ, სამართალდამცველების მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირება. დაკავებულია პირი, რომელიც ამ ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა. რამდენადაც ვიცი, ის აღიარებს კიდეც თავის ბრალდებას. ამიტომ არამგონია, რომ გამოძიების მიმართ რაიმე კითხვები ჩნდება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ეს საქმე გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორს, არც ამის საწინააღმდეგო ექნება ვინმეს რამე. ამ შემთხვევის სანდრო გირგვლიანის საქმესთან შედარება ცინიკურია, რადგან ის სულ სხვა შემთხვევა იყო. გირგვლიანი სისტემამ შეიწირა და შემდგომ მთელი სისტემა მუშაობდა იმაზე, რომ რამენაირად დაეფარათ მისი მკვლელობის ამბავი. ეს შემთხვევა კი სრულიად განსხვავებულია. კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები კი ადეკვატურად რეაგირებენ,"- განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები