1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტმა საშობაოდ ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველად გამოსცა.

მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით მოხდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები