0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს" - დოხტურიშვილი ხაბეიშვილზე

"რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს" - ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა გააკეთა, რითაც მის ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებას გამოეხმაურა. 

​„ლევან ხაბეიშვილი დღეს სხდომის ჩაშლას ცდილობდა. ითხოვდა, რომ ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა. რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძესა და ხაბეიშვილის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები მათ შეუძლიათ გაარკვიონ სხვა ნებისმიერ ადგილზე, სადაც სხდომა არ მიმდინარეობს. ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის დღეს ჩვენს რიგებში აღარ არის. ლევან ხაბეიშვილს არ მიეცემა საშუალება სხდომების ჩაშლის, ჩემი თანაგუნდელების შეურაცხყოფის. რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები