0 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,მე არ მჭირდება ბოტების პიარი, შეგიძლიათ ჩემთან ერთად გამოიაროთ ქუჩაში და დარწმუნდებით"

მე არ მჭირდება ბოტების პიარი, თქვენ შეგიძლიათ ჩემთან ერთად გამოიაროთ ქუჩაში და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, კახა კალაძეს სჭირდება თუ არა ბოტები და ტროლები,-ამის შესახებ თბილისის მერმა მედიას განუცხადა, რითაც “Facebook”-ის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, ტროლები და ბოტები იმ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ, „რომლებმაც ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე მიიყვანეს იმ მდგომარეობაში, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში“

„არანაირი ტროლი და არანაირი ბოტი არ ვიცი და არასდროს მქონია შეხება. მე არ მჭირდება ბოტების პიარი, თქვენ შეგიძლიათ ჩემთან ერთად გამოიაროთ ქუჩაში და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, კახა კალაძეს სჭირდება თუ არა ბოტები და ტროლები. ეს სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე მიიყვანეს იმ მდგომარეობაში, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, აღარ გავიმეორებ, თუ რა იყო და რა მდგომარეობა. ჩვენ დღეს უნდა ვიფიქროთ მომავალზე, უკეთეს საქართველოზე. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ორნიშნა ციფრამდე ავიყვანოთ ეკონომიკის ზრდა და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ“,-განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები