1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ავარია რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე - გარდაცვლილია 2 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორივე მათგანი მსუბუქ ავტომობილში იჯდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

http://rustavi2.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები