0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა, რის შემდეგაც საქმის გამომძიებელი დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები