1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აკაკი ზოიძის ჯანდაცვის კომიტეტიდან გადადგომას პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან

აკაკი ზოიძის ჯანდაცვის კომიტეტიდან გადადგომას კენჭს დღეს უყრიან. უმრავლესობის დეპუტატს აკაკი ზოიძეს პარლამენტში, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით, სავარაუდოდ, პაატა გოგოხია ჩაანაცვლებს.

ცნობად მიიღებენ სოფო ქაცარავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ასევე ვანო ზარდიაშვილის თემურ გოცირიძით ჩანაცვლების საკითხსაც განიხილავენ. 

შეგახსენებთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ყო­ფი­ლმა წევ­რმა ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლმა დე­პუტა­ტის მან­და­ტის დატოვების შესახებ 7 ოქტომბერს განაცხადა.

"ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები