0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზურაბიშვილი:"შეწყალების გადაწყვეტილებას სხვა ოჯახებიც ელოდებიან, არ მესმის, რატომ არის აქცენტი და საუბარი მხოლოდ მამალაძეზე"

შეწყალების გადაწყვეტილებას სხვა ოჯახებიც ელოდებიან, არ მესმის, რატომ არის აქცენტი და საუბარი მხოლოდ მამალაძეზე -  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა გაეცნობა, ვინ არის შეწყალების აქტზე. სხვა ოჯახებიც არანაკლებად ელოდებიან შეწყალების გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი, ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ. არ მესმის, რატომ არის აქცენტი და საუბარი მხოლოდ მამალაძეზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები