0 0 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის ინტერვიუს 10 სახიფათო მესიჯი

"ინტერნეტ მედის ჯგუფის" დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:

ივანიშვილის ინტერვიუს 10 სახიფათო მესიჯი

1. საქართველოდან ახალგაზრდები უნდა გავყაროთ, წავიდნენ სადაც უნდათ, გერმანიაში თუ სხვაგან, ოღონდ წავიდნენ (ეშინია ახალგაზდების, რადგან ისინი პროტესტის გამოხატვის ყველაზე თავისუფალ გზებს ირჩევენ).

2. აანონსებს დაჭერებს, პირველ რიგში პროტესტის მონაწილეებისა და ლიდერების ციხეში გამოკეტვა აქვს გადაწყვეტილი (სამოქალაქო კომფრონტაციაზე მიდის).

3. აპირებს წერილი მიწეროს კონგრესს, არასამთავრობოების შესახებ (თრგუნავს მათი აქტიურობა).

4. სიკვდილივით ეშინია მიშა სააკაშვილის (ფსიქოლოგიურად ანგრევს იმის წარმოდგენა რომ მესამე პრეზიდენტი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს).

5. პირადად ადევნებს თვალს ვის როდის, რატომ და რამდენი ხნით იჭერენ (ზოგს ორი დღით, ზოგს ორი კვირით, ზოგს დიდი ხნით. ამით ხარობს...).

6. ეჭვიანობს ყველაზე და ყველაფერზე, შიგნით თუ გარეთ (ეშინია მომავლის).

7. სუსტია და გამოფიტული. ქუჩის პროტესტი ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის (ამიტომ, პროტესტი უნდა გაძლიერდეს და უფრო პერმანენტული გახდეს).

8. მოელის რომ მასზე ზეწოლა კიდევ უფრო ხილული გახდება თეთრი სახლიდან და ევროკავშირიდან (მათთან ვაჭრობისთვის ემზადება).

9. მისი ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული წუთი დამაზიანებელია ქვეყნისთვის (აჭრილია და უკონტროლო).

10. უბრალოდ, ბოროტი და გაიძვერაა. ჰგონია რომ ხალხს კიდევ მოატყუებს, გადააგდებს და გამოიყენებს," - წერს კაპანაძე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები