1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციისას ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

შსს ინფორმაციით, აქციის მონაწილე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით აიყვანეს.

დაკავებულებს შორისაა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკასთან, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა, მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხდომები დაიწყო, მათ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ვერ მოახდინეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები